FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  9

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი.
1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების პრაქტიკული უზრუნველყოფისათვის (კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი).
2. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია:
    ა) კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება;
    ბ) კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება, მასზე რეაგირება და კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის;
    გ) კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;
    დ) დახმარების ჯგუფთან კოორდინაცია;
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  9

ე) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
3. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.
4. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათების შემდეგ. იგი ვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევის და მისი შედეგების აღმოფხვრის პროცესში უზრუნველყოს მუდმივი კოორდინაცია: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან.
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  9

5. თუ მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია კიბერშეტევის თავიდან აცილების, მოგერიების ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის დროებითი კოორდინაცია. საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციები ხორციელდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.
6. პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებად შესაძლებელია განისაზღვრონ პირები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  9

მუხლი 9-1. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება 1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს აღნიშნული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ვინაობა და შემოწმების ფარგლები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება შესაძლებელია მოიცავდეს:
    ა) აღნიშნული სუბიექტის შიდა ქსელს, გარე ქსელზე წვდომის წერტილს, ქსელის კონფიგურირებას, ქსელის ფუნქციონირებისა და მისი უსაფრთხოებისთვის გამოყენებულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს;
    ბ) ქსელში ჩართულ აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის;
    გ) აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქსელში ჩართვის ფორმალიზებულ ან არაფორმალიზებულ წესებსა და პროცედურებს.
2. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების წესი და პროცედურები დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, ასევე შეამოწმოს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე და გადაიღოს ამ დოკუმენტების ასლები, მოსთხოვოს პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების დროს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ხელი არ მიუწვდება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული არ არის. საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება ტარდება პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერთან, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტთან ან/და სხვა უფლებამოსილ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირი დამტკიცებული ფორმის მიხედვით ადგენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების შესახებ დასკვნას. ამ დასკვნაში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შემოწმებაზე დამსწრე პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი; შემოწმებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა და შემოწმებისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (წერილობითი ახსნა-განმარტებების მიღების შემთხვევაში აღნიშნულ დასკვნას უნდა დაერთოს შესაბამისი მასალა); დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია რეკომენდაციები ან/და შესასრულებლად სავალდებულო მითითებები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესასრულებლად სავალდებულო მითითებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა; შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელმოწერა/ხელმოწერები, ხოლო მის/მათ მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – შემოწმებაზე დამსწრე სულ ცოტა 2 პირის ხელმოწერები.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შედეგად გამოვლენილი დამრღვევი პირის ქმედებაში გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ამ შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს.
6. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია:
    ა) უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შესრულება და ამ კანონის მე-4 მუხლის თანახმად მიღებული დოკუმენტების მათთან შესაბამისობა;
    ბ) ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს წინასწარ შეუთანხმოს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებების შესრულებაზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის სისტემებზე, აგრეთვე მონეტარული და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოყენებულ კრიტიკულ სისტემებზე.
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  9

მუხლი 10. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება და მის შესახებ შეტყობინება 1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ახორციელებს კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებას, რაც მოიცავს ამ ინციდენტის შესწავლას, აღწერას და მასზე რეაგირებას. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების მიზნით იყენებს ქსელურ სენსორს. ქსელური სენსორის კონფიგურირების წესები პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქსელური სენსორის კონფიგურირების წესები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომუნიკაციის შინაარსობრივი მონაცემის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას უნდა გამორიცხავდეს.
2. კომპიუტერული ინციდენტის პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში იდენტიფიცირების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში იდენტიფიცირების შესახებ − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტში იდენტიფიცირების შესახებ − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისა და დაცვის მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს.
3. კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი შეისწავლის, აღწერს კომპიუტერულ ინციდენტს და ახდენს მასზე რეაგირებას ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას. კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს წარუდგენს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს. შესასრულებლად სავალდებულო მითითება არ შეიძლება ითვალისწინებდეს მეორე ან მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე ან მეორე ან მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომის ვალდებულებას. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია გონივრულ ვადაში მოახდინოს შესასრულებლად სავალდებულო მითითებაზე რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები წარუდგენენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს.
4. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელში მიმდინარე კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებას ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი ან/და პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი.
5. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების ან/და მასზე რეაგირების მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია:
    ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ჰქონდეს წვდომა პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელით გადაცემული/მიღებული ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ამგვარი წვდომა და აღნიშნული წვდომის სტაბილური ფუნქციონირება. ქსელური სენსორის კონფიგურირებასა და მართვას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ერთობლივად ახორციელებენ;
    ბ) მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობით ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ქსელურ სენსორზე. ქსელური სენსორის კონფიგურირებასა და მართვას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ერთობლივად ახორციელებენ;
    გ) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს მოსთხოვოს ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომა, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია აღნიშნული წვდომა დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს. ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომა პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის მონაწილეობით ხორციელდება;
    დ) მოითხოვოს და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მოთხოვნის გონივრულ ვადაში განხილვის შემდეგ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულ წვდომაზე თანხმობის ან უარის შესახებ. თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე წვდომა მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის მონაწილეობით ხორციელდება;
    ე) კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შემდეგ ამ ინციდენტის განმეორების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოსთხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მის ინფრასტრუქტურაში მსგავსი კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებისა და ნეიტრალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული მოთხოვნა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ტექნიკურ შესაძლებლობებს უნდა ითვალისწინებდეს.
6. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების ან/და მასზე რეაგირების მიზნით ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანხმობით ჰქონდეს წვდომა ამ სუბიექტის ქსელურ სენსორზე. ქსელური სენსორის კონფიგურირებასა და მართვას ციფრული მმართველობის სააგენტო და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ერთობლივად ახორციელებენ.
7. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და შესაბამის მოქმედებათა კოორდინაციის მიზნით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები უზრუნველყოფენ კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაზიარების ერთიანი პლატფორმის შექმნას.
8. კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საგადახდო, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის სისტემებზე, აგრეთვე მონეტარული და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოყენებულ კრიტიკულ სისტემებზე.