FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  28

თუშეთის დაცული ლანდშაფტი.
1. თუშეთის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
2. თუშეთის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
    ა) უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა;
    ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლთა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება;
    გ) მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;
    დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება.
3. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ:
    ა) გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა;
    ბ) მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
    გ) თუშეთის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა;
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  28

დ) რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა;
    ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის, მხოლოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
    ვ) ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; 4. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად დაშვებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული აღდგენითი ღონისძიებების ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2633 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.