Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ article 1 კანონის რეგულირების სფერო. ეს კანონი არეგულირებს: ა) ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას, ეროზიის, ღვარცოფის, მეწყრის, ზვავის, წყალდიდობის, ნიადაგის დაბინძურების, განმეორებითი დაჭაობებისა და დამლაშების, წიაღისეულის, აგრომადნეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, აგრეთვე ანთროპოგენური ზეგავლენის შედეგად ნიადაგების დანაკარგების აღკვეთას; ბ) მლაშობი, ბიცობი, დაჭაობებული, ეროზირებული, მჟავე, ძლიერდაქვიანებული და სხვა დაბალნაყოფიერი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას და რაციონალურ გამოყენებას; გ) ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები დონეების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ნორმების დადგენას; დ) ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა ნიადაგების კონსერვაციის, ნაყოფიერების ამაღლებისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე აგროქიმიკატების გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებისას. |