Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სოციალური მუშაობის შესახებ article 39 სოციალური მუშაობის დაგეგმვა. 1. სოციალური მუშაკი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან პრობლემაზე რეაგირებისთვის ბენეფიციართან შეთანხმებით ადგენს სოციალური მუშაობის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას ან განვითარების გეგმას (შემდგომ – გეგმა). 2. გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს მიზნები, აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო ეტაპები. 3. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნებოდა ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. 5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს გეგმა. |