Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნორმატიული აქტების შესახებ article 17 ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა. 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ შემუშავებული აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებისა) სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს (შემდეგში –იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო). 2. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 17 4. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა. 5. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) დასკვნას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. 6. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ხელახალ სამართლებრივ დასკვნას. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ხელახალ სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს ასევე ის ნორმატიული აქტი, რომელიც გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 17 7. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. 8. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტის გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის კანონი №243 - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 იანვრის კანონი №01 - ვებგვერდი, 21.01.2025 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. |