Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ტყის კოდექსი article 38 ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება. 1. აკრძალულია ტყით სპეციალური სარგებლობა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 2. ფიზიკური პირი საშეშე მერქანზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე, ამ კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. 3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას დასაშვებია საქართველოს ტყით (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ტყის მართვის ორგანოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო საქმიანობის დაწყების შესახებ და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართოს მას საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში. |
საქართველოს ტყის კოდექსი article 38 4. დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებს ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. 5. ამ კოდექსის შესაბამისად ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. |