FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  237

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.
1. პარლამენტის, კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.
2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. ერთი და იგივე პირი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
4. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებით, რომელსაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის ან/და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  237

5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე ისე, რომ სამეთვალყურეო საბჭოში იყოს წარმოდგენილი თითოეული ფრაქციის ერთი წევრი მაინც. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე.
6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ხოლო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს იგი წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიისა და საშემოდგომო სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, წარუდგენს წერილობით ინფორმაციას შესაბამის სასესიო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.