Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ამნისტიის შესახებ article 3 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოხელეზე, სახელმწიფო საწარმოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომელზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული დანაშაულის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაზე. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2023 წლის 31 აგვისტოს შემდეგ გაასხვისა. 4. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, აღნიშნული ჯარიმა და ქონება მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება. |