FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  40

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი:
    ა) ხელმძღვანელობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
    ბ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს, აგრეთვე ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესს;
    გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს;
    დ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას;
    ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს;
    ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  40

ზ) წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;
    თ) უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
    ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას.