FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  10

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. სივრცის დაგეგმარების გეგმები (საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა, ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა) და ქალაქთმშენებლობითი გეგმები (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა) ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. ამასთანავე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართის 9.2 ან/და 11.2 ნაწილით გათვალისწინებული ის საქმიანობები, რომლებიც  განსაზღვრულია იმ ქალაქთმშენებლობითი გეგმებით (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა), რომლებზედაც ჩატარებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა, აღარ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის პროცედურას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №789 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.