Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 16 მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა. 1. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გასავლელად დადგენილია შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვა: ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი. 2. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული მოსამსახურე უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე, სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ მოსამსახურეს სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, მინისტრის ბრძანებით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით. ეს არ გამორიცხავს მოსამსახურის სამსახურიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას. |