Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პენიტენციური კოდექსი article 141 ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პირობები. 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო. 2. საავადმყოფოში მოწყობილი დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შეიძლება გაძლიერდეს სხვა მოსამსახურეებით. 3. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადამდები დაავადება დაუდასტურდა ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული გადამდები დაავადების მატარებელია, და იგი მკურნალობის/დიაგნოსტირების მიზნით სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოშია განთავსებული, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მისი მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას: |
პენიტენციური კოდექსი article 141 ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილს, მეუღლეს, პირს, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელს (მშვილებელს), დედინაცვალს, მამინაცვალს, მეუღლის მშობელს, გერს, ნაშვილებსა და მის შთამომავალს, შვილიშვილს, დას, ძმას, დისშვილს, ძმისშვილსა და მათ შვილებს, ბებიას, პაპას, ბიძას (დედის ძმას, მამის ძმას), დეიდას, მამიდას, ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს, პირს, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და სიხშირით მონახულების უფლება; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირს, რომელიც ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; |
პენიტენციური კოდექსი article 141 დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის/ფეხსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება. 5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას მის მოსანახულებლად აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესის დაცვით, საავადმყოფოში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ ამ კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები. 6. იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას, რომელსაც ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გადაყვანილი. |
პენიტენციური კოდექსი article 141 7. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გადაყვანის შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული ქალთა სპეციალური დაწესებულების ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სამსახურის გენერალური დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. 8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 119-ე−123-ე მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები. 9. ამ მუხლის საფუძველზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისა და ყოფნის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |