Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 10 კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლებია: ა) მონაცემები ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ბ) მონაცემები უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მომზადებასთან ან განხორციელებასთან, ან არსებობს საფუძველი ასეთი ვარაუდისათვის; გ) მონაცემები საქართველოს პირის შესახებ, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან. |