Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 4 ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი. 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ქვეყნის სივრცითი მოწყობის საფუძველი. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის საქართველოს საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური სისტემა (ვირტუალური ინფრასტრუქტურა), რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს, მათი მართვის პოლიტიკას, მათთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამართლებრივ აქტებს, მონაცემებთან წვდომისა და მათი გამოყენებისა და გაზიარების შესახებ უწყებათაშორის შეთანხმებებს, ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმებსა და პროცედურებს, ადამიანურ რესურსებსა და ქმედებებს და ორიენტირებულია მონაცემების ღია, დეცენტრალიზებულ და კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე. |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 4 3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტიზებული სისტემის (ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული სივრცის) ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დონეებზე და დარგობრივი მიმართულებებით. 4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტებია: ა) სივრცითი მონაცემები; ბ) ქსელური სერვისები; გ) მეტამონაცემები; დ) ეროვნული გეოპორტალი და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა; ე) ტექნიკური სტანდარტები და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები; ვ) კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები; ზ) ორგანიზაციული სტრუქტურა. 5. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პრინციპებია: ა) ეფექტიანობა − სივრცითი მონაცემები უნდა შეიქმნას/შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ და შენახული უნდა იყოს იქ, სადაც მათი შენახვა ყველაზე ეფექტიანად არის შესაძლებელი; ბ) ხელმისაწვდომობა − ერთ დონეზე შექმნილი/შეგროვებული სივრცითი მონაცემები უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 4 გ) თავსებადობა − სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარმოებული აქტუალური და უტყუარი სივრცითი მონაცემების კომბინირებით შესაძლებელი უნდა იყოს კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; დ) კოორდინაცია − სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად პროცესები დეცენტრალიზებულად და კოორდინირებულად უნდა იმართებოდეს. 6. სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით. |