Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 24 საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა და ამის შესახებ თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე აცნობოს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური დაწესებულების ან სხვა საპატიმრო დაწესებულების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 24 4. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 24 5. საქართველოს პროკურატურის ან პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სამინისტროს ინფორმირება იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, და სამინისტროს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გადაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება. |