FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

article  12

პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა.
1. სახელმწიფო კომისია პირს გადასცემს გაწვევის შესახებ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი და სამსახურში გამოცხადების თარიღი.
2. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისთვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოს იმ პირის სპეციალური მომზადება, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში გაივლის. სწავლის დრო პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში ეთვლება.
3. ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სფეროებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაბამის სუბიექტებს, რომლებმაც სახელმწიფო კომისიას სათანადო მოთხოვნები გაუგზავნეს, არ აქვთ უფლება, სამსახურში მიღებაზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც გამოცხადდნენ სახელმწიფო კომისიის მიერ გაცემული გაწვევის შესახებ დოკუმენტის ან შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

article  12

4. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი სამსახური შესაბამის, დაინტერესებულ სუბიექტთან დებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების თაობაზე ხელშეკრულებას. მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი  1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.