Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 19 აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება. 1. ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აღმჭურველი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ან მასში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება: ა) თუ აღმჭურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი რომელიმე პირობა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ სრულდებოდა ან არ სრულდება; ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე. 2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირთა ჯგუფის მიმართ მიღებული აღმჭურველი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებას. 3. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა ეცნობოს ამ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 19 4. აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე ან მასში ცვლილების შეტანაზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის კანონიერი ინტერესები მოითხოვს, საბაჟო ორგანომ აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის ძალაში შესვლისთვის უნდა დაადგინოს განსხვავებული ვადა, არაუმეტეს 1 წლისა. ეს ვადა უნდა მიეთითოს აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებაში. 5. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან, ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |