FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  15082

2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში.
1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.
2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალურ შეფასებამდე ამ პირის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.
3. თუ მოთხოვნა მომდინარეობს 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
4. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. თუ პირს ეკისრება ზიანის მიმყენებელი ქმედუუნარო პირის მეთვალყურეობა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  15082

5. თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეორე მეუღლე არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
6. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.
7. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გაათავისუფლებს მეურვეს თავისი მოვალეობისაგან და მიმართავს სასამართლოს სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის.
8. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე მეურვეობის განხორციელებისას ანგარებით იმოქმედებს ან სამეურვეო პირს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე დატოვებს, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
9. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის დაწესებული მეურვეობა შეწყდება, თუ:
    ა) სამეურვეო პირი გარდაიცვალა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  15082

ბ) სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.
10. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი არ შეიძლება იყოს ანდერძის მოწმე, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
11. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი სამკვიდროს იღებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
12. თუ მემკვიდრე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.