FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  213

2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. მოსამართლე უფლებამოსილია მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ატყობინებს იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო და უგზავნის შესაბამის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სხდომის შესახებ მხარეებს უნდა ეცნობოს შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ამ კოდექსის 20-1 მუხლით განსაზღვრული წესით. მეწარმე ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია შემოწმების თაობაზე მისთვის შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლოს წერილობით წარუდგინოს თავისი მოსაზრებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  213

6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს დასაბუთებულ ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია და სასამართლო უარს აცხადებს მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე, ბრძანებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და მეწარმისათვის მიყენებული ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს ბრალეული ქმედების შედეგად) ანაზღაურების შესახებ.
7. მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:
    ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
    ბ) მოსამართლის გვარი;
    გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;
    დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მისი არსი და მეწარმე, რომლის შემოწმებაც ხდება;
    ე) ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს;
    ვ) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება;
    ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
8. თუ სასამართლო არ ეთანხმება მეწარმის საქმიანობის შემოწმებას, ბრძანებაში აღინიშნება:
    ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
    ბ) მოსამართლის გვარი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  213

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;
    დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით და მეწარმე, რომლის საქმიანობის შემოწმებაზედაც ითქვა უარი;
    ე) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება;
    ვ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
9. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე – შესაბამის მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.
10. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე მეწარმე ან მისი წარმომადგენელი 3 დღის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გარემოება, უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანებითაც ხორციელდება მეწარმის საქმიანობის შემოწმება. შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილება იწვევს მოსამართლის ბრძანების გაუქმებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  213

12. მოსამართლის ბრძანების მოქმედების და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 15 დღისა. ამასთანავე, თუ მეწარმის წლიური ბრუნვა აღემატება 1 მილიონ ლარს, ზემოთ აღნიშნული 30-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს 40 დღით. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.
13. შუამდგომლობის წარმდგენი უფლებამოსილია სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში ან შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს იგი. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით წარდგენა სასამართლოში არ დაიშვება.
14. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  213

15. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს. 16. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით.
17. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.
18. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  213

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, მისცეს წინადადება შუამდგომლობის შემტან მაკონტროლებელ ორგანოს და მეწარმეს წარმოადგინონ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.
4. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას საქმის განხილვა იწყება მოსამართლის მოხსენებით, რომელიც აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა განიხილება, რის შემდეგაც იგი მოისმენს მაკონტროლებელი ორგანოს დასაბუთებულ არგუმენტებს შემოწმების თაობაზე და აძლევს მას შეკითხვებს. მეწარმეს ან მის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს მისცეს განმარტებები და გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები. მოსამართლის ნებართვით მეწარმე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი შეკითხვებს აძლევს მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს მოსამართლისა და მეწარმის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.