Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
იურიდიული დახმარების შესახებ article 231 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს ან გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან/და საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“) ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან. 5. ამ მუხლის მოქმედება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ საკითხებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 22 თებერვლის კანონი №1971 – ვებგვერდი, 26.02.2018წ. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 231 მუხლი 23-2. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის დროებითი წესი 1. 2018 წელს ერთჯერადად საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 4 წლით, გარდა იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ შერჩეული წევრისა. 2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის პირველი წლის გასვლის შემდეგ, მათ მიერ შერჩეული 3-3 წევრიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა წილისყრით შეარჩიონ საბჭოს ის წევრები, რომელთა უფლებამოსილების დარჩენილი ვადაც განისაზღვრება 1, 2 და 3 წლით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრი არჩეულ იქნეს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ვადითა და წესით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ათვლა იწყება საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის განსაზღვრისთანავე. საქართველოს 2018 წლის 22 თებერვლის კანონი №1971 – ვებგვერდი, 26.02.2018წ. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 231 1. გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 231 2. საბჭო უფლებამოსილია 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. 3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში. |