Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 16 სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველი. 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია: ა) საქართველოს მიერ იმ ინფორმაციის ღიად გაცვლის შესახებ საერთაშორისო ვალდებულების აღება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა; ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რის გამოც საჭირო აღარ არის იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა; გ) ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლა; დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება; ე) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. 2. სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახდენს ინფორმაციის დასაიდუმლოებას, ვალდებულია მისი დასაიდუმლოების შესახებ მონაცემები ყოველწლიურად გადასინჯოს, რათა კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეფასდეს ინფორმაციის საიდუმლოობის აუცილებლობა. |