FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ამნისტიის შესახებ

article  4

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს იმავე პუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიტოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (ბრალდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იყო − იმავე პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (მსჯავრდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.
ამნისტიის შესახებ

article  4

3. ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ბრალდებულის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებას და ბრალდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას.
4. ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებისას ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მსჯავრდებულისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას და მსჯავრდებულის ან თანამონაწილის მიერ იმავე მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდას.
5. ამ კანონით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, შესაბამისი დანაშაულის ჩადენის დროისთვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.