Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 11
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დონორი − პირი, რომლის ერთი ან რამდენიმე ორგანოს დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ; ბ) გარდაცვლილი დონორი − გარდაცვლილი პირი, რომლის ერთი ან რამდენიმე ორგანოს დონაციაც განხორციელდა გადასანერგად, ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; გ) ცოცხალი დონორი − ცოცხალი ადამიანი, რომლის ორგანოს ან ორგანოს ნაწილის დონაციაც ხორციელდება გადასანერგად, ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ისე, რომ დონაცია მის სიცოცხლესთან შეთავსებადი იქნება და მისი ორგანიზმი შეძლებს ამ ორგანოს ან ორგანოს ნაწილის ფუნქციის ადეკვატურად და საკმარისად უსაფრთხოდ კომპენსირებას; დ) დონაცია − ორგანოს გაცემა გადანერგვის მიზნით; ე) დონორის დახასიათება − ორგანოს დონაციისთვის დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო, დონორის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება რისკების სათანადოდ შეფასების, რეციპიენტისთვის მოსალოდნელი რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და ორგანოს ოპტიმალურად განაწილების (ალოკაციის) მიზნით; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ვ) ორგანო − ადამიანის სხეულის დიფერენცირებული ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება და ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, ვასკულარიზაციას და უნარს, შეასრულოს ფიზიოლოგიური ფუნქციები მნიშვნელოვანი ავტონომიით. ორგანოდ მიიჩნევა აგრეთვე ორგანოს ნაწილი, თუ მისი ფუნქცია გამოყენებული უნდა იქნეს იმავე მიზნით, რომელიც ადამიანის სხეულში აქვს მთლიან ორგანოს, საკუთარი სტრუქტურისა და ვასკულარიზაციის შენარჩუნებით; ზ) ორგანოს დახასიათება − ორგანოს ვარგისობის შესაფასებლად საჭირო, ორგანოს მახასიათებლების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება რისკების სათანადოდ შეფასების, რეციპიენტისთვის მოსალოდნელი რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და ორგანოს ოპტიმალურად განაწილების (ალოკაციის) მიზნით; თ) მოპოვება − პროცესი, რომლის საშუალებითაც გაცემული (დონაციური) ორგანო გადასანერგად ხელმისაწვდომი ხდება და რომელიც გრძელდება ორგანოს დონაციიდან ქირურგიული გზით ამოღებამდე და გადასანერგად მომზადებამდე; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ი) კომპეტენტური უწყება − შესაბამისი სახელმწიფო უწყება, რომელიც უფლებამოსილია ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს კოორდინირებული, უწყვეტი და ლოჯისტიკური მართვა ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, მოპოვების, განაწილების (ალოკაციის), ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის; კ) გადანერგვის ცენტრი − სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოების გადასანერგად მინიჭებული აქვს შესაბამისი ლიცენზია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ლ) დონორი კლინიკა − სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოების მოპოვების უფლება ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; მ) გადანერგვის ქსელი − შესაბამისი უფლების მქონე გადანერგვის ცენტრების, დონორი კლინიკებისა და მათთან დაკავშირებული ლაბორატორიების ქსელი; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ნ) ორგანოების განაწილება (ალოკაცია) (შემდგომ − განაწილება) − გარდაცვლილი პირის მიერ გაცემული (დონაციური) ორგანოების მიზნობრივი განაწილება ქვეყნის მასშტაბით, ორგანოების განაწილების წესებისა და სათანადო კრიტერიუმების შესაბამისად; ო) ორგანოთა განაწილების ელექტრონული სისტემა − ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილი დონორის ორგანოსთვის ყველაზე შესაფერისი რეციპიენტის შერჩევას ორგანოების განაწილების წესებისა და სათანადო სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად; პ) ორგანოების განაწილების წესები − წესები, რომლებიც საშუალებას იძლევა, განაწილება აღიარებულ სამედიცინო კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სამართლიანად და ოპტიმალურად განხორციელდეს და შეირჩეს არსებული დონორის ორგანოს შესაფერისი რეციპიენტი მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებულ პირთაგან; ჟ) პრეზერვაცია − ქიმიური ნივთიერებების, გარემო პირობების ცვლილების ან სხვა მეთოდების გამოყენება ორგანოს მოპოვებიდან გადანერგვამდე მისი ბიოლოგიური ან ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ან შესანელებლად; რ) განკარგვა − ორგანოს საბოლოო განთავსება, როდესაც ის გადასანერგად არ გამოიყენება; ს) რეციპიენტი − ორგანოს მიმღები პირი; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ტ) სერიოზული გვერდითი მოვლენა − ნებისმიერი არასასურველი და მოულოდნელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ორგანოს დონაციიდან მის გადანერგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეციპიენტისთვის (პაციენტისთვის) გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; უ) სერიოზული გვერდითი რეაქცია − ცოცხალ დონორში ან რეციპიენტში (პაციენტში) გამოვლენილი, გაუთვალისწინებელი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ორგანოს დონაციიდან მის გადანერგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცოცხალი დონორისთვის ან რეციპიენტისთვის (პაციენტისთვის) გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; ფ) სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (შემდგომ − ოპერაციული პროტოკოლი) − წერილობითი მითითებები, რომლებიც აღწერს კონკრეტული პროცესის ეტაპებს, მათ შორის, გამოსაყენებელ მასალებსა და მეთოდებს და მოსალოდნელ საბოლოო შედეგს; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ქ) გადანერგვა − პროცესი, რომლის მიზანია დონორის ორგანოს რეციპიენტის ორგანიზმში გადატანით ამ ორგანიზმის გარკვეული ფუნქციების აღდგენა. გადანერგვა მოიცავს სრულ პროცესს ორგანოს ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებიდან სხვა ადამიანისთვის გადანერგვამდე (იმპლანტაციამდე), მათ შორის, მომზადებასა და პრეზერვაციასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას; ღ) დონორ-კოორდინატორი − დონორ კლინიკაში მომუშავე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, აგრეთვე გავლილი აქვს დამატებითი მომზადება გარდაცვლილ პირთა ორგანოების დონაციის საკითხებში, ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს კომპეტენტურ უწყებასთან და რომლის მოვალეობაა არსებული წესების შესაბამისად დონაციის პროცესის კოორდინაცია თავის ტვინის სიკვდილზე ეჭვის გაჩენიდან დონორის ორგანოს გადანერგვამდე; ყ) დონორი ჯგუფი − სათანადოდ მომზადებული სამედიცინო გუნდი, რომელიც ახორციელებს გარდაცვლილი დონორის ერთი ან რამდენიმე ორგანოს მოპოვებას გადასანერგად; შ) მიკვლევადობა − ორგანოს ადგილმდებარეობის დადგენისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობა ორგანოს დონაციიდან გადანერგვამდე ან განკარგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის: შ.ა) დონორისა და დონორი კლინიკის იდენტიფიცირების შესაძლებლობა; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 შ.ბ) გადანერგვის ცენტრში (ცენტრებში) რეციპიენტის (რეციპიენტების) იდენტიფიცირების შესაძლებლობა; შ.გ) ამ ორგანოსთან შეხების მქონე პროდუქტებისა და მასალების შესახებ არაპერსონალური ინფორმაციის მოძიებისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობა; ჩ) მომლოდინეთა ეროვნული სია − საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირებისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც ორგანოს გადანერგვას ელოდებიან; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ც) ორგანოს ჯვარედინი დონაციის პროგრამა − ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, გადასანერგად გაცემული (დონაციური) ორგანოს გაცვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ორგანოს გაცვლას რეციპიენტებისა და დონორების წყვილებს შორის, თუ რეციპიენტებს შეუთავსებლობის გამო (იმუნოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე) არ შეიძლება გადაენერგოთ მათი დონორების ორგანოები; ძ) ცოცხალი დონაციის კომისია − გადანერგვის ცენტრისგან დამოუკიდებელი, მინისტრის ბრძანებით შექმნილი ექსპერტული, სათათბირო ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს დონორის მოტივაციის, ფსიქოსოციალური სტატუსისა და რეციპიენტთან ურთიერთობის წინასასამართლო შეფასებას; წ) ცოცხალი დონაციის სპეციალისტი − ცოცხალი დონაციის კომისიის წევრი, სპეციალურად მომზადებული ექიმი, რომელიც კონსულტაციას უწევს მომავალ ცოცხალ დონორს და აძლევს მას დამოუკიდებელ რჩევას ორგანოს დონაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი რისკების შესახებ; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ჭ) ტრანსპლანტაციის საბჭო − მინისტრის ბრძანებით შექმნილი ექსპერტული, სათათბირო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს გადანერგვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების, ორგანოების განაწილების წესების, პროფესიული სტანდარტების, ოპერაციული პროტოკოლების, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, ხარისხის სისტემისა და შესაბამისი რეესტრების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობას; ხ) დონორთა ეროვნული რეესტრი − საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირებისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც თანახმა არიან, გარდაცვალების შემდეგ ალტრუიზმის მიზნით, უანგაროდ გახდნენ ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონორები; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 3 ჯ) ცოცხალი დონორების რეესტრი − ცოცხალი დონორების შესახებ მონაცემთა ბაზა მათზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობისთვის/დაკვირვებისთვის; ჰ) რეციპიენტთა რეესტრი − რეციპიენტების შესახებ მონაცემთა ბაზა მათთვის ორგანოების გადანერგვის შედეგებსა და რეციპიენტებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობისთვის/დაკვირვებისთვის; ჰ-1) გადანერგვის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემა (შემდგომ − გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი) − ინტეგრირებული ციფრული საინფორმაციო სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურებისა და სხვა შესაფერისი საქმიანობის მხარდასაჭერად, კერძოდ, მომლოდინეთა ეროვნული სიის, ორგანოთა განაწილების ელექტრონული სისტემის, ზედამხედველობის სისტემის, აგრეთვე ორგანოების დონაციასთან, მოპოვებასთან, განაწილებასა და გადანერგვასთან და რეციპიენტებსა და ცოცხალ დონორებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობასთან/დაკვირვებასთან დაკავშირებული რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების მართვისთვის; ჰ-2) გადანერგვის სახელმწიფო პროგრამა − ამ კანონით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გასაწევად და სხვა შესაფერისი საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი უწყებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები; |