Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 15 შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება. 1. შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება არის ისეთი დასაქმება, როდესაც დამსაქმებელი იღებს მატერიალურ სარგებელს − შრომის ანაზღაურების სუბსიდიას იმ სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით, რომელიც არის: ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ სარეიტინგო ქულაზე ნაკლებია; გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი; ვ) სხვა პირი, რომელსაც საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს. 2. დამსაქმებელს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე მიმართოს სააგენტოს, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით ან არანაკლებ 9 თვის ვადით დადებას სთავაზობს. |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 15 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/პირობებს: ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს; ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას; გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას; დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს; ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას. 4. შრომის ანაზღაურების სუბსიდია არის 1 კალენდარული თვის განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 50 პროცენტით დაფინანსება. 5. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით. |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 15 6. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. 7. შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |