FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  0

1. ამ კანონის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომ − იპოთეკური ობლიგაციები) ბაზრის განვითარების უზრუნველყოფა.
2. ეს კანონი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, ემიტენტების ზედამხედველობასა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
3. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები შეიძლება განთავსდეს როგორც კერძო, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე.
4. აკრძალულია საქართველოში გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული ობლიგაცია“ ან მათი უცხოურენოვანი შესატყვისის (მათ შორის, „Covered Bond“-ის) გამოყენება, თუ ეს სასესხო ფასიანი ქაღალდი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის გამოშვებული.