Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 7 სააგენტოს მომსახურების ვადები. სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (მათ შორის, შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) – 7 სამუშაო დღე; ა-1) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ბ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 7 სააგენტოს მომსახურების ვადები. . ბ-1) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ბ-2) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ბ-3) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2 სამუშაო დღე; გ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა – 1 სამუშაო დღე (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა); გ-1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა – 2 სამუშაო დღე; დ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); დ-1) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა, ასეთი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან ასეთი იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით − 10 სამუშაო დღე; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 7 ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის, იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის გაცემით – 1 სამუშაო დღე; ე-1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე; ე-2) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტის გაცემით – 1 სამუშაო დღე; ე-3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831); ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე; ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება – უფლებამოსილი პირისაგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე; თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე; ი) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 7 კ-4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; კ-2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; კ-3) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე; ლ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი; მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე; მ-1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე; ნ) ამ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე; ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით მიწოდება ავტორიზებული მომხმარებელი კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის – 1 სამუშაო დღე; პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 7 ჟ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან სხვა უფლებამოსილი პირისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებრივი შეზღუდვის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილება ან რეგისტრაციის გაუქმება – ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღე; რ) ლიზინგის რეგისტრაცია, მასში ცვლილების რეგისტრაცია ან ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმება − 5 სამუშაო დღე; ს) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 5 სამუშაო დღე; ტ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა − 60 სამუშაო დღე. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 7 1. ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების არსებობისას სააგენტოს მიერ დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან მოხსნა განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-8 სამუშაო დღეს (აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მოგირავნის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში). 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 7 მუხლი 8. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება 1. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება/თავისუფლდებიან: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 3-1 პუნქტებით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის დადასტურების მიზნით სათანადო უწყებისგან გამოითხოვოს პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვისა და სარეიტინგო ქულის რაოდენობის შესახებ მონაცემები და დაამუშაოს შესაბამისი პერსონალური მონაცემები. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილი საფასურების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სხვა პირობები. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2993 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.158 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4688 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6960-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. |