Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 17 მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა. 1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალ თანამდებობაზე − დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, მოსამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) მის მიერ დაკავებული თანამდებობის თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. 2. მოსამსახურის დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი სათანადო პროფესიული გადამზადებით, თუ მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს. |
პენიტენციური კოდექსი article 17 3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსამსახურის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება. 4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. 5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას. 6. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა. |