FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  78

მოვალის საქმიანობის ანგარიში.
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 45 დღის ვადაში რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ამზადებს მოვალის საქმიანობის ანგარიშს, რისთვისაც რეაბილიტაციის მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წერილობით მიმართავს შესაბამის პირებს და მათგან  საჭირო ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენას მოითხოვს.
2. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა მოითხოვოს იმ პირისგან, რომელიც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე 1 წლის განმავლობაში იყო:
    ა) მოვალის რეგისტრირებული დირექტორი ან ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა;
    ბ) მოვალის პარტნიორი:
    გ) მოვალის დასაქმებული;
    დ) მოვალის აუდიტორი ან მისთვის სხვა სახის პროფესიული მომსახურების გამწევი პირი.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  78

3. მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, თავად მოამზადოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 30 დღის ვადაში.
4. მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
    ა) განცხადებას, რომლითაც რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ადასტურებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს მისთვის ცნობილია, არის ზუსტი და სრული;
    ბ) განცხადებას იმის შესახებ, რომ მოვალის საქმიანობის ანგარიში მომზადებულია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღის მდგომარეობით;
    გ) ინფორმაციას მოვალის ყველა აქტივის შესახებ (მითითებული უნდა იყოს მათი საბალანსო და შეფასებითი სარეალიზაციო ღირებულებები), მათ შორის, უზრუნველყოფის ღონისძიებით (სამომავლო ქონებაზე არსებული გირავნობის ჩათვლით) დატვირთული და დაუტვირთავი აქტივების მახასიათებლებს;
    დ) ინფორმაციას მოვალის ყველა ვალდებულების შესახებ, მათ შორის: დ.ა) დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებების ოდენობას; დ.ბ) უზრუნველყოფილი ვალების ოდენობას; დ.გ) არაუზრუნველყოფილი ვალების ოდენობას, გარდა დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებებისა;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  78

თ.ე) თითოეული კრედიტორის მიმართ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების მახასიათებლებს; თ.ვ) თითოეული უზრუნველყოფის წარმოშობის თარიღს; თ.ზ) თითოეული უზრუნველყოფის საგნის ღირებულებასა და ოდენობას; თ.თ) კრედიტორული ვალდებულებების ჯამს;
    ი) მოვალის თითოეული პარტნიორის სახელსა და მისამართს და მისი წილობრივი მონაწილეობის დეტალურ აღწერილობას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალის საქმიანობის ანგარიშის მომზადებისთვის გაწეული ხარჯი, რომელსაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი გონივრულ ხარჯად მიიჩნევს, რეაბილიტაციის ხარჯების ნაწილია. ხარჯების გაწევის საკითხზე რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  78

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ მოვალის საქმიანობის ანგარიშისთვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობა რეაბილიტაციის მმართველს/მართვაში მყოფ მოვალეს არ ათავისუფლებს აღნიშნული ანგარიშის მომზადების ვალდებულებისგან. რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია თავად მოამზადოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღის მდგომარეობით. ამ ანგარიშში რეაბილიტაციის მმართველმა/მართვაში მყოფმა მოვალემ უნდა მიუთითოს შესაბამისი პირის მიერ მოვალის საქმიანობის ანგარიშისთვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შესახებ.
7. თუ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი მოთხოვნილ ინფორმაციას არ წარადგენს, რეაბილიტაციის ზედამხედველმა ამის შესახებ სასამართლოს უნდა აცნობოს. ამ დროს რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის მართვისგან ჩამოცილება და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  78

ე) იმ დეფიციტის ან ნამეტი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც პრეფერენციული მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება;
    ვ) იმ დეფიციტის შეფასებით ოდენობას, რომელიც არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაფარვას უკავშირდება, ან ნამეტი აქტივის შეფასებით ღირებულებას/თანხის ოდენობას, რომელიც არაუზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ დარჩება;
    ზ) იმ მთლიანი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი ვალების დაფარვისთვის, ან ნამეტი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ დარჩება;
    თ) მოვალის კრედიტორებთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: თ.ა) ინფორმაციას განვადების, იჯარა-გამოსყიდვის, მოძრავი ნივთის ლიზინგის ან პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების იმ კრედიტორების შესახებ, რომლებსაც პირობადებულ საკუთრებაზე შეთანხმების ან კანონის საფუძველზე შენარჩუნებული აქვთ შესაბამის ქონებაზე საკუთრება, და ამ ქონების მახასიათებლებს; თ.ბ) ინფორმაციას იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებსაც საქონლის ან მომსახურების შესაძენად მოვალისთვის წინასწარ აქვთ გადახდილი თანხები. მიეთითება ამ თანხების ჯამური ოდენობა; თ.გ) ინფორმაციას ყველა სხვა ცნობილი კრედიტორის შესახებ; თ.დ) თითოეული კრედიტორის მიმართ ვალის ოდენობას;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  78

8. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს განცხადება ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრულად ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ, განმცხადებლის მოსაზრებით, მისი გამჟღავნებით ზიანი მიადგება რეაბილიტაციის პროცესს, ხელი შეეშლება რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას ან გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს.
9. თუ სასამართლო რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის შესაბამის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შესახებ.