FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  6

კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) დელიმიტაცია – დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა შეთანხმების საფუძველზე;
    ბ) გემის დროშის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის დროშითაც დაცურავს გემი და რომლის გემების სახელმწიფო რეესტრშიც არის ეს გემი რეგისტრირებული;
    გ) ზღვაოსანთა უწყება – სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო მდგომარეობისა და ცურვის რეჟიმში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომელსაც გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
    დ) ზღვის გარემოს დაბინძურება – ზღვის გარემოში, მათ შორის, ესტუარში ნივთიერებათა ან ენერგიის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეტანა, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ცოცხალ რესურსებს, საფრთხე შეუქმნას ზღვაში სიცოცხლის არსებობას და ადამიანის ჯანმრთელობას, ხელი შეუშალოს ზღვაზე საქმიანობას, თევზჭერასა და ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, გამოიწვიოს გამოსაყენებელი წყლის ხარისხისა და დასვენების პირობების გაუარესება;
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  6

ე) სამხედრო ხომალდი – საქართველოს თავდაცვის ძალების ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანაოსნო საშუალება, რომელსაც აქვს სამხედრო ხომალდის განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც მეთაურობს ამ ქვეყნის საზღვაო ოფიცერთა სიაში ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში რეგისტრირებული სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც ჰყავს სამხედრო დისციპლინისადმი დაქვემდებარებული ეკიპაჟი;
    ვ) საწყისი ხაზები – სანაპირო ზოლი ზღვის მაქსიმალური უკუქცევის დროს ან სწორი ხაზები, რომლებიც აერთებენ ზღვაში ნაპირის ყველაზე დაშორებულ წერტილებს, ღუზაზე სადგომი რეიდების, ჰიდროტექნიკური და სხვა მუდმივი სანავსადგურო ნაგებობების ჩათვლით;
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

article  6

ზ) ჩამარხვა – ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან.