Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 30 გარდამავალი დებულებები. 1. იმ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამ კანონთან შესაბამისობა, რომლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი წარდგენილია საქპატენტისთვის ან რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს 2031 წლის 1 იანვრამდე. თუ აღნიშნულ თარიღამდე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ამ კანონთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ იქნება, ეს ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეტანილი იქნება რეესტრში, როგორც აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, თუკი იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე უნდა განხორციელდეს. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 30 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქპატენტის მიერ რეგისტრირებული ან საქპატენტისთვის რეგისტრაციისთვის წარდგენილი ადგილწარმოშობის დასახელება, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საქონლის ნედლეული წარმოშობილია ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც აღნიშნული საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ არეალზე ფართოა ან მისგან განსხვავებულია, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადგილწარმოშობის დასახელებად, თუ დაცულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) დადგენილია საქონლის ნედლეულის წარმოების გეოგრაფიული არეალის საზღვრები; ბ) საქონლის ნედლეულის წარმოებისთვის სპეციალური პირობებია დადგენილი; გ) ადგილწარმოშობის დასახელება, ისტორიულად და ტრადიციულად, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ფარგლების გარეთ გამოიყენებოდა; დ) არსებობს კონტროლის მექანიზმი ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის საქონლის ნედლეული გულისხმობს ცოცხალ ცხოველს, რძესა და ხორცს. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 30 4. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებით დამტკიცებულ ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნას, გარდა რეესტრში შეტანილი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნისა, ამ კანონის ამოქმედებისთანავე მიენიჭოს აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი. 5. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში: ა) საქპატენტმა შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს: ა.ა) „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია; ა.ბ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულება; ა.გ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლოები; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშაოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს: ბ.ა) „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია; ბ.ბ) „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქცია. |