FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  59

დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობისა და შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემოწმება.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში განსაზღვროს დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც სთხოვს ეკონომიკურ ოპერატორს დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობის ან შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესამოწმებლად.
2. ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობა შესაძლებელია შემოწმდეს აგრეთვე შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით.
3. პროფესიული საქმიანობის შესაბამისობა შესაძლებელია შემოწმდეს რეგისტრაციის, აკრედიტაციის, ავტორიზაციის, ლიცენზირების, სერტიფიცირების ან შესაბამისი ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  59

4. ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა შესაძლებელია შემოწმდეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს ან ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით, ეკონომიკური ოპერატორის ფინანსური ან წლიური ანგარიშით და ამ ანგარიშიდან ამონაწერით. წლიურ ბრუნვასთან დაკავშირებით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ინფორმაცია არაუმეტეს ბოლო 3 ფინანსური წლის შესახებ, ეკონომიკური ოპერატორის დაფუძნების ან მის მიერ საქმიანობის დაწყების თარიღის გათვალისწინებით. თუ ეკონომიკური ოპერატორი ადასტურებს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტს ვერ წარადგენს, მას შეუძლია საკუთარი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაადასტუროს სხვა დოკუმენტით, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით შემსყიდველი ორგანიზაცია მისაღებად მიიჩნევს.
5. შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და პროფესიული შესაბამისობა შესაძლებელია შემოწმდეს:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  59

ა) არაუმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციით. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს საქონლის/მომსახურების ღირებულების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის თარიღისა და მიმღების შესახებ. მას უნდა ერთოდეს ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ საჭიროა კონკურენციის ადეკვატური დონის მიღწევა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება გაითვალისწინოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე უფრო ადრე განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა;
    ბ) არაუმეტეს ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციით. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს სამუშაოს ღირებულების, შესრულების თარიღისა და მიმღების შესახებ. მას უნდა ერთოდეს ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ საჭიროა კონკურენციის ადეკვატური დონის მიღწევა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება გაითვალისწინოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე უფრო ადრე განხორციელებული სამუშაოს შესრულება;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  59

გ) ტექნიკური პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულების შესახებ ინფორმაციით, მიუხედავად მათი ეკონომიკური ოპერატორის საწარმოსადმი კუთვნილებისა, განსაკუთრებით − ხარისხზე პასუხისმგებელი ან სამუშაოს შემსრულებელი პერსონალისა/სტრუქტურული ერთეულისა;
    დ) ხელმძღვანელის ან ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებით;
    ე) ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი ტექნიკური აღჭურვილობისა და რესურსების აღწერით;
    ვ) ვალდებულებების შესასრულებლად გამოსაყენებელი მიწოდებისა და მონიტორინგის მართვის სისტემის აღწერით;
    ზ) ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების აღწერით;
    თ) შესყიდვის ხელშეკრულების იმ ნაწილზე მითითებით, რომელიც ქვეკონტრაქტორმა უნდა შეასრულოს;
    ი) ინსპექტირებით, რომელსაც ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია ან მისი სახელით − კომპეტენტური ორგანო, თუ შესყიდვის ობიექტი სირთულით გამოირჩევა ან სპეციალური დანიშნულებისაა. ინსპექტირება უნდა ეხებოდეს ეკონომიკური ოპერატორის საწარმოო სიმძლავრეს ან ტექნიკურ შესაძლებლობებს, საჭიროების შემთხვევაში − ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად მისაღებ ზომებს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  59

6. ეკონომიკურ ოპერატორს ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ შესაძლებელია, მონაცემები სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში ან მონაცემთა სხვა ღია/საჯარო ბაზაში გადამოწმდეს.