Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ article 10 აკადემიის წევრები და აკადემიის სტიპენდიატები. 1. აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაათს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების საერთო რაოდენობა − ოცდაათს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა − ათს. 2. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში. 21. აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში. 3. საპატიო აკადემიკოსად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში. 4. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება აირჩეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო ქვეყნის მოქალაქე. 5. აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია. |
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ article 10 6. აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება. იგი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და უნდა მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 7. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში ავტომატურად უწყდება აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი. |