Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 8 საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები. 1. იმ პერიოდში მოქცეული თითოეული წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია, გათბობა ან გაგრილება გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის ამ კანონის შესაბამისად გამოთვლისას, სამინისტრომ უნდა მოამზადოს წერილობითი შეტყობინება. ამ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შესაბამისი დანადგარის მიერ მთელი წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების საერთო რაოდენობა, რომელიც ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული შეტყობინების საგანი იყო; ბ) მთელი წლის განმავლობაში იმ დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების რაოდენობა, რომელიც უნდა აისახოს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მიმართ, შეტყობინების პირობების შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ენერგეტიკული გაერთიანების იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის სასარგებლოდაც მომზადდა ეს შეტყობინება, და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 8 3. სამიზნე მაჩვენებლების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის, რომელიც ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს შეეხება, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების რაოდენობა, რომლის შესახებ შეტყობინებაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადდა და გაიგზავნა, უნდა გამოაკლდეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების რაოდენობას, რაც გაითვალისწინება ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასების დროს. |