FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ნავთობისა და გაზის შესახებ

article  10

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოების არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ საჭიროების შემთხვევაში იღებს სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმებით.
31. ნავთობისა და გაზის შემცველი იმ თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლება, რომელზედაც ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული, შეიძლება სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ბონუსის გადახდის საფუძველზე, მის მიერვე დადგენილი წესითა და პირობებით, ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და აღნიშნული თავისუფალი წიაღით სარგებლობის მიზნით, ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე გადაეცეს იმ ინვესტორს, რომლის ფართობიც უშუალოდ ესაზღვრება ნავთობისა და გაზის შემცველ თავისუფალ წიაღს, თუ:
    ა) აღნიშნულ ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე გადადის;
    ბ) აღნიშნულ ფართობზე ნავთობისა და გაზის კონკრეტული ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  10

გ) ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე. 3-2პუნქტით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა ინვესტორს, რომელთა ფართობებიც უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა დაინტერესების შემთხვევაში მათ ჰქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადის წარსადგენად.
4. ინვესტორმა, რომელსაც სურს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
    ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ფორმები და პარამეტრები;
    ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;
    გ) მონაცემები განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ;
    დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;
    ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  10

ვ) განმცხადებლის გამოცდილება (კვალიფიკაცია) და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
    ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;
    თ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ;
    ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები.
5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში:
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  10

ბ) თუ არ არის ფასიანი შეთავაზებები, სააგენტო აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.
7. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის სააგენტოს მიერ დადგენილ შენატანს, რომელიც მას აღარ უბრუნდება.
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  10

ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა.
1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის, გარდა ამ მუხლის 3-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს აღნიშნულ ხელშეკრულებასა და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.
11. სააგენტოსთან შეთანხმების შემთხვევაში ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებასთან ერთად ენიჭება ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება. შესაბამისი შეთანხმება აისახება ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს მიენიჭა ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება.
2. სააგენტო განსაზღვრავს ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და შესაბამისად ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე ატარებს მას რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  10

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. ინვესტორის ტენდერში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;
    ბ) თუ წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი;
    გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის აუქციონი ჩატარდება;
    დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება;
    ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, სააგენტო ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.
6. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში:
    ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;