Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 11 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები. 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის. 21. მეპაიეს აქვს საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება პრინციპის „ერთი წევრი − ერთი ხმა“ საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს ჯამურად 1 ხმა აქვს. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 11 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებისათვის ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. |