Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 27 სტატისტიკური რეგისტრი. 1. საქსტატი ქმნის და აწარმოებს სტატისტიკურ რეგისტრს მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის: ა) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისას სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად; ბ) როგორც ინფორმირების საშუალებას, სტატისტიკური ერთეულებისა და მათი ტენდენციების სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისას; გ) როგორც სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების საშუალებას. 2. სტატისტიკური რეგისტრი იქმნება სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემებსა და ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით. 3. საქსტატი ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს სტატისტიკურ რეგისტრში ამ პირის შესახებ არსებული მონაცემების თაობაზე ინფორმაციის გაცემას. |