FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  222

გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა.
1. გადამხდელს უფლება აქვს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს გადახდის ინიციირების მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინრეჟიმში წვდომა.
2. თუ გადამხდელის მიერ გაცემულია გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ცალსახა თანხმობა ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები.
3. გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას:
    ა) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, ნებისმიერ დროს ფლობდეს გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის თანხას;
    ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა;
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  222

გ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესახებ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის მხოლოდ მიმღებისთვის მიწოდება მომხმარებლის ცალსახა თანხმობის საფუძველზე;
    დ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის ინიციირების ყოველ ჯერზე გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, აგრეთვე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, გადამხდელსა და მიმღებთან უსაფრთხო კომუნიკაცია განახორციელოს ამ კანონის 22-1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
    ე) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეინახოს მომხმარებლის სენსიტიური საგადახდო მონაცემები;
    ვ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მომხმარებელს მოსთხოვოს დამატებითი მონაცემები, გარდა  გადახდის ინიციირების მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემებისა;
    ზ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გამოიყენოს, წვდომა ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ გადამხდელის მიერ ცალსახად მოთხოვნილი გადახდის ინიციირების მომსახურების შესრულების მიზნით;
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  222

თ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეცვალოს ოპერაციის თანხის ოდენობა, მიმღები ან სხვა მონაცემები.
4. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:
    ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან ამ კანონის 22-1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
    ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან საგადახდო დავალების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს ან მიაწოდოს მას გადახდის ოპერაციის ინიციირების შესახებ, აგრეთვე გადახდის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია;
    გ) არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით მიღებულ საგადახდო დავალებასა და მის მიერ უშუალოდ გადამხდელისგან მიღებულ საგადახდო დავალებას შორის, მათ შორის, საგადახდო დავალების შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით, გარდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევისა.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  222

5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა ან მისი შინაარსისა.