Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საჯარო შესყიდვების შესახებ article 41 ცენტრალიზებული შესყიდვა. 1. ცენტრალიზებული შესყიდვა არის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ფართო მოხმარების/მუდმივი საჭიროების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვას; ბ) შესყიდვის ხელშეკრულების ან ჩარჩოშეთანხმების შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ფართო მოხმარების/მუდმივი საჭიროების საქონელზე, სამუშაოზე ან/და მომსახურებაზე დადებას. 2. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ცენტრალიზებული შესყიდვა გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და შესყიდვის პირობებით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შეისყიდოს. 3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ საქონელი, სამუშაო ან/და მომსახურება შეიძლება შეისყიდოს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ: ა) დადებული შესყიდვის ხელშეკრულების გამოყენებით; ბ) დადებული ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით; გ) ადმინისტრირებული დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენებით. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 41 4. შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესყიდვის ხელშეკრულებას დებს ამ კანონის 37-ე ან 38-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, სათანადო ანაზღაურების გარეშე ან სათანადო ანაზღაურებით, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასთან ერთად შესაძლებელია განხორციელდეს შესყიდვის დამხმარე საქმიანობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ა) შესყიდვის პროცედურების დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას; ბ) შესყიდვის პროცედურების შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვასა და განხორციელებას. 6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვაზე ამ კანონის მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 41 7. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არის საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია. იგი შეზღუდულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით შემსყიდველი ორგანიზაციისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. 9. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სეგმენტში ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით შესაძლებელია მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. ამის მიუხედავად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ სეგმენტში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციაზე. |