Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 99 კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები. 1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს: ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება; ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება. 2. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება; ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი; ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გ) შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა. 21. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 99 ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება. 3. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი პროგრამები; ე) ბავშვის ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამები; ვ) ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები; ზ) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული პირის მხარდაჭერის პროგრამა. 4. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის განათლების ხელშემწყობი პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი პროგრამები; ე) სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 99 5. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება. 6. 2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უზრუნველყონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრა. 7. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება. 8. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 9. 2020 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელოს მის მიერ მომსახურების გაწევისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №259 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. |