FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 26

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2​-1. ამ კოდექსის 42-​3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ამ კოდექსის 57-2 მუხლით, 60-1 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 128-1 და 173-5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51-2, 51-4−53-2, 54-ე, 54-1, 55-1, 55-4, 56-ე და 57-ე−57-5 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58-1−59-ე, 59-3, მე-60, 60-3, 61-1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69-4–69-6, 71-ე, 71-1, 72-1−77-ე, 78-ე და 79-1–79-3 მუხლებით, 79-4 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 79-5 მუხლით, 79-6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79-7, 79-8 და 82-1–82-4 მუხლებით, 82-5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 86-2, 87-1–87-3 და 89-ე–89-3 მუხლებით, 91-3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103-1, 104-ე, 119-2 და 128-2–128-6 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 181-6 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

41. ამ კოდექსის 59-​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები.
43. ამ კოდექსის 51-ე, 51​-2 და 54​-1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 51-1 მუხლის პირველი ნაწილით, 51-2 და 51-4–52-ე მუხლებით, 53-1 მუხლის პირველი ნაწილით, 53-2, 54-ე, 54-1 და 55-1 მუხლებით, 55-4 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58-1, 58-3, მე-60, 60-3, 61-ე, 63-ე და 63-1 მუხლებით, 64-1 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 66-1 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 72-1 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე, 76-ე და 85-1−85-5 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი−მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 89-3 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 104-ე და 128-2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − გორის მუნიციპალიტეტის მერია ან ამ ოქმებს ადგენენ მათ მიერ უფლებამოსილი პირები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
9. ამ კოდექსის 92-1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
10. ამ კოდექსის 88-ე და 144​​-10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 10-1 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

11. ამ კოდექსის 107​-1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ პოლიციის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
111. ამ კოდექსის 106-1−106-3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.
12. ამ კოდექსის 107-2 და 107-3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

13. ამ კოდექსის 42-​-10, 45-ე, 45-​-1, 58-​-3, 86-​-1, 100-​-2, 107-ე, 107-​-5, 114-​-1, 114-​-2, 115-1−116-​-8, 118-ე–118-​-4  და 119-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 127-1 მუხლის პირველი–2-​-2  და მე-6–7-​-2  ნაწილებითა და 134-ე, 135-​-2–135-​-4, 139-​-5, 150-ე, 152-​-7, 152-​-8, 153-​-3, 153-​-6, 156-​-2–156-​-4, 166-ე, 166-​-2, 167-ე, 173-ე, 173-​-1-​​​-4−173-​-16, 174-1, 174-​-15–174-18, 175-​-2, 176-​-1, 176-​-3, 177-ე, 177-​-1, 177-​-15, 180-ე–181-​-5, 182-ე–183-ე, 190-ე, 190-​-2, 191-ე და 199-​-1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო. 13-1 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

13-2 . ამ კოდექსის 173 -ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი.
14. ამ კოდექსის 43-1, 43-2, 51-3, 53-3, 55-ე, 55-2 და 55-3 მუხლებით, 82-5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 107-4 მუხლით, 114-2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119-1 მუხლით, 127-1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146-1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე, 152-3, 153-3, 153-4, 153-6, 158-4, 159-ე და 159-1 მუხლებითა და 172-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.
141. ამ კოდექსის 46-5, 46-6, 172-8 და 172-9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი სამსახურის თანამდებობის პირი. 16-​1 . ამ კოდექსის 159-​10 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

18. ამ კოდექსის 173-3 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე. 18​​-1. ამ კოდექსის 173​​​-14 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილი პირები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  239

19. ამ კოდექსის 79-4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 82​​​-5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 91-2 მუხლით, 91​​​-3 მუხლის პირველი ნაწილით, 127-1 მუხლის მე-2 ნაწილით, 135-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-ე, 153​​​​-1, 153​​​-5, 155​-1−155​​​​​-3, 155-​​​-5 და 155-6 მუხლებით, 155-​​​-7 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-​​​-9, 155-​​​-10, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164-4 და 165-ე–165​-3 მუხლებით, 171​​​-4 მუხლის მე-2 ნაწილითა და 171​​​-5, 176-4−176-6, 178-ე, 179​​-3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 42-10 მუხლით, 127-1 მუხლის 3-1 და 3​-2 ნაწილებითა და 174​-17 და 177-15 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.
191. ამ კოდექსის 155-8 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.