Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ article 10 ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი. 1. რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი ვალდებულია რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისას: ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების მიღება; ბ) უზრუნველყოს მოსალოდნელი ინციდენტისა და ავარიის თავიდან აცილება, ხოლო ინციდენტის ან ავარიის შემთხვევაში – მისი შედეგების აღმოფხვრა და მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელს რადიოაქტიური ნარჩენების რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავში შენახვის ვადა სალიცენზიო პირობებით განესაზღვრება. |