Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ article 3 საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება. 1. საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპებია: ა) წევრობის ნებაყოფლობითობა; ბ) ერთი და იმავე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ფიზიკურ პირთა საერთო ნიშნით გაერთიანება. ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით; გ) წევრთა უშუალო მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მართვაში. 11. საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა 200-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საბანკო საქმიანობა: ა) მიიღოს ანაბრები მხოლოდ თავისი წევრებისაგან; ბ) გასცეს სესხები მხოლოდ თავის წევრებზე; გ) განახორციელოს ინვესტიციები ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად; დ) გასწიოს ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება, სასესხო ვალდებულებების აღების ჩათვლით. |