Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 191 სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების − ნებართვის კატეგორიები. სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) I კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; ბ) II კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; გ) III კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. |