FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  57

ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება.
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლის არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასურს ანგარიშობს და ადგენს კომისია შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.
3. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  57

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებს, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდეს.
5. კომისიის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  57

6. გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად შეიძლება ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელთან დაშვება, თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის.
7. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს.