FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ამნისტიის შესახებ

article  6

1. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი.
2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო.
3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
4. ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:
    ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული;
ამნისტიის შესახებ

article  6

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული;
    გ) მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ეს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.
5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე) უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (გარდა ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შემთხვევისა) მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის:
ამნისტიის შესახებ

article  6

ა) შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის და ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული;
    ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებასთან ერთად ან პრობაციის რეჟიმში ყოფნასთან ერთად ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ იმავე სასამართლოს მოთხოვნით მას მსჯავრდებულის პირად საქმეს მოთხოვნიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის:
    ა) ის პენიტენციური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის;
ამნისტიის შესახებ

article  6

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა.
9. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.