FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  42

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც იგი თანამდებობებზე ნიშნავს ბრძანებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების, ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებითა და სამართლებრივი გარანტიებით.