Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 48 გამოსყიდვა შერწყმისას. 1. გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა) მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ან, თუ ეს შესაძლებელია, მათი გადაცვლა სხვა ერთეულებზე მსგავსი საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდში, რომელსაც მართავს იგივე აქტივების მმართველი კომპანია ან ნებისმიერი სხვა აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც იმავე აქტივების მმართველ კომპანიასთან აკავშირებს საერთო მმართველობა ან კონტროლი ან მნიშვნელოვანი წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ამოქმედდება გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის შერწყმის შესახებ ინფორმაციის ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად მიწოდებისთანავე და უქმდება ერთეულების გადაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღამდე 5 სამუშაო დღით ადრე. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 48 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს მოსთხოვოს ერთეულების გამოსყიდვის ან განთავსების დროებით შეჩერება, აგრეთვე შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს ნება დართოს, დროებით შეაჩერონ გამოსყიდვა ან განთავსება, თუ ეს გამართლებულია ერთეულის მფლობელთა ინტერესებით. |