FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნავთობისა და გაზის შესახებ

article  101

ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება.
1. ნავთობის ეროვნულ კომპანიას სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ ფართობზე, რომელზედაც არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება და დაწყებული არ არის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
2. სააგენტო ნავთობის ეროვნულ კომპანიას ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლებას მიანიჭებს, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის შემუშავებულ პროექტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი მიენიჭება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს ახორციელებს სააგენტოსთან დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად, რომლის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტურია.
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  101

4. ამ მუხლის საფუძველზე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით ნავთობის ეროვნული კომპანია არ ასრულებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის გადახდისა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვისა.