FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  145

სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი.
1. ამ მუხლით განისაზღვრება სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე მიღებულ სამხედრო მოსამსახურეთა – წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი. საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, წესრიგდება თავდაცვის კოდექსით, აგრეთვე ამ კოდექსისა და თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2. სამხედრო მოსამსახურეები ამ კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფენ პენიტენციური დაწესებულების დაცვას. ამ ფუნქციის შესრულების ორგანიზებასა და ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სამხედრო მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
4. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. მათი გამოყენების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის 62-ე–64-ე მუხლებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებით.
პენიტენციური კოდექსი

article  145

5. სამსახური ვალდებულია სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს კვებით ან კვების ნაცვლად მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კომპენსაციის თანხით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სანივთე ქონებით, სამედიცინო მომსახურებით, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით.
6. სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო. მისი ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა თავდაცვის კოდექსის 149-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება, ხოლო მისი დაღუპვის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს მიეცემა თავდაცვის კოდექსის 149-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება.
8. სამსახურის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირის მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.