Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 132 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები. 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი დამატებითი შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 132 ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები; გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით; დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ე) განახორციელოს დამატებითი შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 132 ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით; ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან ამ კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 132 თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ აღნიშნული კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები; ბ) განახორციელოს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 132 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას ეხება. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინვესტორ წევრს (წევრებს) არ შეიძლება ჰქონდეს (ჰქონდეთ) ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად). |